(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

პირობები

სააგენტო “nanny” წარმოადგენს მსგავსი გერმანული სააგენტოს სტრუქტურულ ანალოგს. ყოველი მოთხოვნა მომსახურე პერსონალის მიწოდებასთან დაკავშირებით მყარდება ხელშეკრულებით.

„დამქირავებლისათვის“ სააგენტო “nanny” ის მომსახურება ფასიანია.

„დასასაქმებელი“ 1 წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე იხდის დასაქმების საკომისიოს - 1 თვის ანაზღაურებას. (თანხა ირიცხება სააგენტოს საბანკო ანგარიშზე)

1. სააგენტო ,,Nanny’’ ვალდებულია ,,დამქირავებელს’’ მოთხოვნისამებრ შეურჩიოს სასურველი მომსახურე პერსონა (პერსონალი) ;
2. სააგენტო ,,Nanny’’ ვალდებულია ,,დამქირავებელს’’ გეგმიურ შეხვედრაზე წარუდგინოს ,,დასასაქმებელი’’. გააცნოს სააგენტოს მუშაობის ძირითადი პრინციპები - ,,შინაგანაწესი’’ . ,,დასასაქმებელს’’, ,,დამქირავებელსა’’ და სააგენტო ,,Nanny’’ -ის შორის მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს შემდგომში „სამმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების „ პირობებს;
3. ,,დამქირავებელი’’, რომელიც გადაწყვეტს სააგენტო ,,Nanny’’ -თან თანამშრომლობას, ვალდებულია გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. (ხერშეკლურება ეყრდნობა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას სამეწარმეო საქმიანობის შესახებ და სააგენტო ,,Nanny’’ -ის ,,შინაგანაწესს’’);
4. „სამმხრივი თანამშრომლობის ხერშეკრულებაში „ მითითებულია მისი შეწყვეტის პირობები. „სამმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების“ თვითნებურად დარღვევა („დასასაქმებლის“ ან „დამქირავებლის „ მხრიდან) იწვევს საჯარიმო სანქციებს . სანქციები მითითებულია სააგენტო ,,Nanny’’ -ის ,,შინაგანაწესში’’ . სააგენტო ,,Nanny’’ ვალდებულია სანქციები წინასწარ გააცნოს ,,დამქირავებელსა’’ და ,,დასასაქმებელს’’.