როგორ შევარჩიოთ სააგენტო?

სააგენტო “Nanny” გირჩევთ: ვიდრე სააგენტოსთან თანამშრომლობას გადაწყვეტთ, კარგად შეარჩიოთ იგი. ესტუმრეთ მათ ვებგვერდს. არ დაიზაროთ - გაეცანით რას გთავაზობენ. გაითვალისწინეთ - რას გთავაზობენ და არა, რით ცდილობენ ყურადღების მიქცევას! პროგრამულად სრულყოფილი ვებგვერდი არა სააგენტოს, არამედ ვებადმინისტრატორის კვალიფიციურობაზე მეტყველებს. ინტერნეტ სივრცეში მრავლად შეხვდებით თვითრეკლამირების მაღალფარდოვან ფრაზებს, ადგილზე მისულებს კი გვხვდება „კანტორული“ მომსახურება : მოსაცდელში ძიძის და მშობლის გვერდით , შეხვდებით ბუღალტერს და კონსულტანტს, ან სხვა ურთიერთგამომრიცხავი პროფესიის ადამიანებს. იქ სადაც ასეთი ტიპის სააგენტოა - მომსახურეობაც შესაბამისია. შეუძლებელია ერთმა ადამიანმა შეაფასოს ბუღალტრისა და ძიძის პროფესიონალიზმი. ასეთ მრავალპროფილიან სააგენტოში მომსახურეობის ხარისხზე ლაპარაკიც ზედმეტია.
არის მოსაზრება, რომ სააგენტო რაც უფრო დიდი ხნის გახსნილია , მით მეტი პრესტიჟი და გამოცდილება აქვს. მეტად ხანდაზმული, ხომ არ ნიშნავს მეტად მოძველებულს ? დაფიქრდით: ხუთი, ათი, თხუთმეტი წელი ერთი და იგივე წესებით მუშაობა განვითარებაა თუ განუვითარებლობა?
მნიშვნელოვანია სააგენტოს შინაგანაწესი. ხშირად სააგენტოს თანამშრომელი თავად არ იცნობს სრულყოფილად შინაგანაწესს. ეს ნიშნავს იმას , რომ არ იცის როგორც თავისი ვალდებულება , ასევე ჩართულ მხარეთა უფლებები. სააგენტო “Nanny” გირჩევთ : სიღრმისეულად გაეცანით სააგენტოს მუშაობის პირობებს. დაუსვით კითხვები სააგენტოს თანამშრომელს, რათა შეაფასოთ მისი კომპეტენტურობა.
გაითვალისწინეთ: არაკომპეტენტურია სააგენტო, რომელისთვისაც ერთი მხარეა პრიორიტეტული და ცდილობს მხოლოდ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. დავუშვათ , თქვენი თხოვნით ცდილობს დაიყოლიოს ძიძა დამატებით საქმიანობაზე, რათა გარიგება შედგეს. გარიგება შედგება , მაგრამ თქვენ წამგებიან პოზიციაზე აღმოჩნდებით. მერწმუნეთ, იძულებით გაკეთებულ საქმეს , თხოვნით გაკეთებული ჯობია. ასეთი დაჟინებული მოთხოვნები სააგენტოს მხრიდან მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. სააგენტო უნდა იყოს მიუკერძოებელი და უნდა იცავდეს , როგორც დასასაქმებლის, ასევე დასაქმებულის ინტერესებს.