მზარეული

კერძებზე და მათი მომზადების მეთოდებზე იმდენი აზრია ,რამდენიც ადამიანი, თუმცა ერთი რამ უდავოა - ჯანსაღ და გემრიელ საკვებზე უარს არავინ იტყვის.
კარგ მზარეულს შეუძლია უბრალო და მარტივი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი დაამზადოს. ყველა მზარეულს აქვს თავისი ინდივიდუალური და პროფესიული საიდუმლო.
ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, ზედმიწევნით მივყვებით კერძის დამზადების ინსტრუქციას, თუმცა შედეგი არადამაკმაყოფილებელია. წვრილმანი ნიუანსები, რომელიც დიასახლისისათვის უმნიშვნელოა გვიშლის ხელს თავი მოვიწონოთ ჩვენი კულინარული „შედევრებით“.
მზარეულისთვის სადილის მომზადება პროფესიაა. მისთვის ცოდნა და ჩვევა პროფესიული წარმატების საფუძველია. მზარეულს შეუძლია ყოველდღიური მოსაწყენი რაციონი თავისი კულინარული ფანტაზიის წყალობითა და მრავალფეროვანი ვარიაციებით სასურველი გახადოს.
მნიშვნელოვანია განსაკუთრებული წვეულებები , სადაც ყურადღება ექცევა როგორც გემოს ასევე კერძის ესთეტიურ მხარეს. სუფრაზე აშკარა უპირატესობა ენიჭება კარგად მორთულ და გაფორმებულ კერძებს .რაც მზარეულის ფანტაზიასა და პროფესიონალიზმზე მიგვითითებს. მზარეული ვალდებულია სწორად შეარჩიოს მენიუ, მიუსადაგოს მათი გემოვნება კერძებს. სტუმრების მოთხოვნებიდან და რაოდენობიდან გამომდინარე ზუსტად გათვალოს პროდუქტის გასახარჯი რაოდენობა.
სააგენტო “Nanny” გთავაზობთ გამოცდილ მზარეულებს. ყველა მათგანს აქვს პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევები. გამოირჩევიან აკურატულობით, გემოვნებითა და კულინარული ფანტაზიებით. . იცნობენ სხვადა სხვა ქვეყნის სამზარეულოს და მომზადების მრავალ მეთოდს.
ანდეთ მნიშვნელოვანი წვეულებების დაგეგმვა და სამზადისი სააგენტო “Nanny” ის მზარეულებს, რათა დაიმსახუროთ სტუმრების მოწონება.