(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

დამხმარე
 
damxmare.jpgსახლის დალაგება და სადილის კეთება ყველა ქალბატონისათვის ნაცნობი პროცესია, თუმცა ხშირად არასასურველი.

 დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ქალბატონებს საოჯახო საქმიანობისთვის აღარ რჩებათ ენერგია. ოჯახი თავისას მოითხოვს. ასეთ დროს დიასახლისის შესაძლებლობა და ოჯახის მოთხოვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. დროის დეფიციტი ჩვენი ცხოვრების პრობლემურ საკითხად იქცა. ქალბატონებს ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება ოჯახურ იდილიასა და კარიერულ წინსვლას შორის. ახალ სამსახურს, ან ახალ პოზიციას სამსახურში უამრავი სიახლე მოსდევ, რაც თავდაუზოგავ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. ხშირად ვერ ხერხდება სამსახურში სამუშაოს დასრულება, აუცილებლობა მოითხოვს მუშაობა გავაგრძელოთ სახლის პირობებში. სახლში კი რა ხდება? ტიპიური ოჯახური სურათი : სადილი, სარეცხი, გასაწმენდი და ა.შ. ასეთი დღეები თუ განმეორდა დამეთანხმებით სიტუაცია უმართავი გახდება.

დამთრგუნველია, როცა დამხმარედ არავინ გყავს, მარტო თავის გართმევა კი შენს ძალებს აღემატება. როგორ მოვიქცეთ? ასეთ შემთხვევაში ქალს სჭირდება გამოცდილი და ენერგიული დამხმარე, რომელიც დროულად დაუბრუნებს ჩვენს ბინას პირვანდელ სახეს. შესრულებული სამუშაო ხარისხიანი უნდა იყოს და დაიმსახუროს დიასახლისის მოწონება.

სააგენტო „NANNY” გთავაზობთ ენერგიულ დამხმარე ქალბატონებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, გამოირჩევიან აკურატულობით და საოჯახო საქმიანობის სრულფასოვანი ცოდნით. ვიმედოვნებთ კმაყოფილნი დარჩებით მათი მომსახურებით.

ჩვენ მიერ რეკომენდირებული დამხმარეები მარტივად მოაგვარებენ თქვენს დროის უქონლობით გამოწვეულ ყოფით პრობლემებს.